სიახლეები

ლექცია თემაზე "რა არის საჯარო მმართველობა"

📢 2020 წლის 7 ივლისს, "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ორგანიზებით ჩატარდა კიდევ ერთი ლექცია თემაზე "რა არის საჯარო მმართველობა".
 ტრენინგ კურსი "რა არის საჯარო მმართველობა" რამდენიმე შეხვედრას მოიცავს, რომლის მიზანიც ახალგაზრდების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლებაა.
 შეხვედრაზე განხილული იყო როგორ ხდება პოლიტიკის დაგეგმვა, რა განსხვავებაა პოლიტიკასა და ადმინისტრირებას შორის, როგორ ხდება მუნიციპალურ დონეზე პრიორიტეტების განსაზღვრა, საჯარო მმართველობის ფინანსურ-ეკონომიკური რესურსები და მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმები მნიშვნელოვანი ადგილობრივი პრობლემების გადაჭრის პროცესში.
✔️ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პროექტში ჩართულია 25 ახალგაზრდა.
✔️ტრენინგ კურსი ტარდება პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა -ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.
#ახალგაზრდაპედაგოგთაკავშირი
#CSOForum
#EU4Georgia