ლიდერთა სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ლიდერთა სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. შეხვედრები ონალინ ყოველკვირას მიმდინარეობს. მოზარდები ერთად ხმათა უმრავლესობის პრინციპით არჩევენ სადისკუსიო თემას და სპეციალურად შემუშავებული სილაბუსის მიხედვით მიმდინარეობს ონლაინ ლექციები, რომელიც ავითარებს მათ ციფრულ უნარებს და ხელს უწყობს უწყვეტ რეჟიმში მიიღონ ცოდნა. მიმდინარე კვირას განიხილეს რიჩარდ ბახის „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“, სადაც მსჯელობა გაიმართა ნაწარმოების მთავარ იდეაზე და წიგნების გავლენაზე საზოგადოებაში.