ლიდერთა სკოლის პრეზენტაცია
2021 წლის 8 ოქტომბერს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ჩოხატაურის ოფისში გაიმართა ლიდერთა სკოლის შესახებ პრეზენტაცია საჯარო სკოლების წარმომადგენლებთან.
შეხვედრის მიზანი ორგანიზაციის ლიდერთა სკოლის კონცეფციისა და საქმიანობების გაზიარება გახლდათ.
ლიდერთა სკოლა არის არაფორმალური განათლების ცენტრი, სადაც 11- დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია და ცოდნა იმ ღირებულებებისა თუ დამოკიდებულებების შესახებ, რომლსი საშუალებითაც უკეთ გაანალიზებენ საკუთარ როლს საზოგადოებაში.
ლიდერთა სკოლის გამჭოლი კომპეტენცია ლიდერობა, საკუთარი და სხვისი უფლებების დაცვა გახლავთ.