სიახლეები

ლუგარის ლაბორატორიის მეცნიერის და ვირუსოლოგის ლელა ურუშაძის ონლაინ ლექცია

📌"ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ახალგაზრდული ცენტრის და ლიდერთა სკოლის მოსწავლეებისთვის ლუგარის ლაბორატორიის მეცნიერის და ვირუსოლოგის ლელა ურუშაძის ონლაინ ლექცია ჩატარდა.
 ლექციის თემა: ვირუსები და მათი პრევენცია.
ლექცია Facebook Live- ის საშუალებით ჩატარდა, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომლებიც დაკავშირებულია ვირუსებთან და მათ პრევენციასთან.

P.S დასაწყისში სპიკერი ახსენებს თვითიზოლაციაში ყოფნას, რაც გულისხმობს მისი მხრიდან სოციალურ დისტანცირებას.

📌 ლექცია ორგანიზებულია "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.