მედია წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება


თანატოლგანმანათლებლებმა ტრენინგზე ისაუბრეს ინფორმაციაზე და მის მნიშვნელობაზე, დეზინფორმაციაზე, პროაგანდაზე, ყალბ ინფორმაციაზე. ასევე, პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე თანატოლებს გაუზიარეს ცოდნა თუ როგორ უნდა გადაამოწმონ ფოტოს ნამდვილობა და საიტის იურიდიული მონაცემები.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაგრძელდება ტრენინგების ჩატარება სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან.