სიახლეები

მიკროგრანტები

ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული მიკროგრანტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 3 პროექტი:
1. ერთმანეთისთვის ! - ოზურგეთის ლიდერთა სკოლა
2. შენ მარტო არ ხარ! - სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლა
3. სიკეთე გადამდებია!- სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლა
პროექტების ფარგლებში მოზარდევმა მოიძიეს ინფორმაცია თემში მცხოვრები ეკონომიკური პრობლემების მქონე მრავალშვილიანი და მარტოხელა ხანდაზმულების ოჯახებისა და მათი საჭიროებების შესახებ, რომელთაც ქვეყანაში არსებული პანდემიისგან გამოწვეული მძიმე სიტუაციის გამო ჰქონდათ საკვები პროდუქტების პრობლემა.
განხორციელებული პროექტების ფარგლებში მოძიებულ 30 ოჯახს გადასცეს სხვადასხვა საკვები პროდუქტი.
მიკროგრანტების კონკურსი ხორციელდებოდა პროექტის: ,, სამოქალაქო განათლება პოზიტიური ცვლილებებისთვის"- ფარგლებში. დონორი ორგანიზაცია: ,,პური მსოფლიოსთვის"