მოხალისეები ხანდაზმულთა სახლში
ორგანიზაცია MAC Georgia, 6 თვის განმავლობაში, ახორციელებდა პროექტს ,,მესტუმრე“
ანასეულის ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარებისთვის, რომლის ფარგლებშიც, ახალგაზრდა მოხალისეები სათემო მომსახურებაში მცხოვრებ ხანდაზმულებს რთავდნენ სხვადასხვა მიზნობრივ ონლაინ-აქტივობებში.
პროექტის დასრულების ეტაპზე, მოხალისეები ესტუმრენ ხანდაზმულებს და პირისპირ გაიცნეს ერთმანეთი.
მოხალისეებმა წინასწარ მომზადებული პროგრამით გაახალისეს ხანდაზმულები - იცეკვეს, იმღერეს, ასევე, სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს მათ.