სიახლეები

მოხალისეობის პროგრამის მეორე ეტაპი

📣„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მოხალისეობის პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო.
✅მოხალისეობის პროგრამა მიზნად ისახავს ისეთი პროცესის დაგეგმვასა და წარმართვას, რომელიც ხელს შეუწყობს სამომავლოდ გოგონებში მოტივაციის ამაღლებას, რათა დაწინაურდნენ კარიერულ კიბეზე, ხოლო ბიჭებისთვის – შესაძლებლობის მიცემას, ჩაერთონ ისეთ სფეროებში, რომლებითაც არ არიან დაინტერესებული, რათა მსგავსი აქტივობებით სამომავლოდ მათში განმტკიცდეს დემოკრატიული ღირებულებები.
✅პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაციის ბაზაზე არსებული ლიდერთა სკოლის მოსწავლეები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა უწყებებში განაწილდნენ და დაიწყეს მუშაობა ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის დოკუმენტების შემუშავებაზე, რომლითაც სამი თვის განმავლობაშ იხელმძღანელებენ.
მოხალისოების პროგრამის მასპინძელი ორგანიზაციები არიან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია, ბაღების გაერთაინება და სოფლის განვთარების სააგენტო.
📌 მოხალისეობის პროგრამა დაიგეგმა და მიმდინარეობს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ მიერ პროექტის „უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია გერმანული ფონდი „პური მსოფლიოსთვის“.