სიახლეები

მოხალისეობის საერთაშორისო დღე

📢 2020 წლის 5 დეკემბერს, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ლიდერთა სკოლის და ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა მოხალისეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ანასეულის დღეგრძელთა სახლის ხანდაზმულებისთვის ჩაის საღამო მოაწყვეს დისტანციურად.
✔️ Covid 19-თან დაკავშირებული რეგულაციების შესაბამისად ფიზიკურ სივრცეში შეხვედრა დროებით შეზღუდულია, თუმცა მიუხედავად ამისა, ახალგაზრდებმა გამოსავალი ციფრული პალტფორმების საშუალებით იპოვეს. წინასწარ მომზადებული ტკბილეული გაუგზავნეს ხანდაზმულებს და დღის ბოლოს, ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, რომელიც ტრადიციებს და კერძებს უკავშირდებოდა. ასევე, განიხილეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ახალი წლის აღნიშვნის წესები.
✔️ მსგავსი ტიპის მოხალისეობრივი აქტივობები ხელს უწყობს თაობათაშორისი კომუნიკაციის გაღრმავებას, ახალგაზრდებში სოციალური პასუხისმგებლობის ზრდას და ხანდაზმულთა ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
📌 აქტივობა განხორციელდა პროექტის “უკეთესი მომავლისთვის” ფარგლებში, დონორი ორგანიზაცია “პური მსოფლიოსთვის”.