მოტივაციური ინტერვიუირება
2022 წლის 22 ივლისს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ოფისში, SOS ბავშვთა სოფელი საქართველოს პროექტის „გაუმჯობესებული ბავშვთა დაცვის სისტემა გურიასა და კახეთში“ პარტნიორი სკოლის წარმომადგნელებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „მოტივაციური ინტერვიუირება“.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეების გაეცნენ ზემოაღნიშნული მიდგომის ძირითად არსს და პროცესებს. გარდა ამისა, ინფორმაცია მიიღეს საგანმათლებლო სფეროში მოტივაციური ინტერვიუირებისა და მისი ტექნიკების ინტეგრირების შესახებ.
ტრენინგს ფასილიტაციას უწევდა პროექტის მულტიგუნდის წევრები.
პროექტი ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.