სიახლეები

მცირე გრანტების კონკურსი

📌მიმდინარე წელს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ მიერ გამოცხადებულ მცირე გრანტების კონკურსში დაფინანსება მიიღო ორგანიზაციის პარატნიორმა ორმა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებამ: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურის N1-ელმა საბავშვო ბაღმა. ორივე პროექტის ძირითად მიზანს სასკოლო მზაობის ჯგუფების აღსაზრდელებში მეწარმული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა. პროექტებით გათვალისწინებულ აქტივობებს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები 3 თვის განმავლობაში აქტიურად ახორციელებდნენ, ხოლო ივლისის თვეში მათ შეაჯამეს განხორციელებული პროექტი და დაინტერესებულ პირებს გააცნეს ის პოზიტიური შედეგები, რომლებიც აღნიშნულმა პროექტებმა მოიტანეს, კერძოდ:
📍ნიგვზიანის საბავშო ბაღში განხორციელდა პროექტი: “ეკო-მეგობრული სახლი ნიგვზიანის ბაგა-ბაღში“. პროექტის ფარგლებში აღმზრდელებმა მოსწავლეებთან ერთად შექმნეს სახლის მაკეტი, აღნიშნული აქტივობის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ხე და მისი სარგებელი, ფერები და მათი აღქმა, გეომეტრიული ფიგურები. შეთავაზებულმა აქტივობებმა კი ხელი შეუწყო მოსწავლეებში წიგნიერების, რაოდენობრივი წარმოდგენების და მოტორული უნარების განვითარებას. პროექტის მეორე ეტაპზე განხორციელების პროცესში კი აქტიურად ჩაერთნენ აღსაზრდელესბი მშობლები, რომლებმაც მოხალისეობრივად წვლილი შეიტანეს აღსაზრდელთა მიერ შექმნილი მაკეტის იდენტური სახლის მშენებლობაში საბავშვო ბაღის ეზოში. ბაღის ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეფასებით, აღნიშნულმა პროექტმა ხელი შეუწყო მშობლების გააქტიურებასა და მათი მოტივაციის ზრდას, ჩაერთონ მათი შვილების სასწავლო პროცესში. საბოლოო პრეზენტაციას მშობლებსა და თემის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელი და ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის“ წარმომადგენლებიც.
📍ლაითურის N1-ელმა საბავშვო ბაღმა კი განახორციელა პროექტი - “ჩვენ გადავარჩენთ დედამიწას”. პროექტის ფარგლებში აღსაზრდელებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ნერგების გამოყვანა და თესლის განაყოფიერება, მცენარეები და მათი მნიშვნელობა, ნარჩენების მართვა. აღნიშნულის ფარგლებში აღსაზრდელებმა აღმზრდელებთან ერთად დარგეს მცენარეები, უვლიდნენ და აკვირდებოდნენ მათ ზრდას, საბოლოოდ კი მოწვეული სტუმრებისთვის გაიმართა გამოფენა გაყიდვა. ამასთან, მომზადდა მცირე ბროშურა, განვლილი საფეხურების შესახებ, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იქნას როგორც სასწავლო რესურსი სხვა დაინტერესებული პირების მიერ.
✅აქტივობები განხორციელდა პროექტის „უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, „პური მსოფლიოსთვის“ ფინანსური მხარდაჭერით.