სიახლეები

ონლაინ ლექცია ნარჩენების მართვის შესახებ

📌📌📢2020 წლის 22 დეკემბერს, "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ახალგაზრდული ცენტრის წევრების ინიციატივით, გარემოს დაცვის ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში ჩატარდა ონლაინ ლექცია ნარჩენების მართვის შესახებ, რომელსაც უძღვებოდნენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები.
✅შეხვედრის მიზანი იყო გამოყენებული ელემენტების და ბატარეების შეგროვებისა და დასაწყობების მეთოდების და წესების შესახებ ინფორმაციის მიღება. მოწვეულმა ექსპერტებმა დეტალურად განიხილეს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული გამოწვევები, ნარჩენების გლობალური სტატისტიკა, მართვის პოლიტიკის აუცილებელი კომპონენტები, ნარჩენების მართვის კოდექსი, ნარჩენების მართვის პირამიდა, სხვა ქვეყნების გამოცდილება და სოციალური გამხნევების კამპანიები.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ სპიკერებმა ისაუბრეს ბატარეების ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტის შესახებ, რომელიც 2021 წლიდან შედის ძალაში და მწარმოებლებს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს.
✅შეხვედრაზე ახალგაზრდებმა შეიტყვეს, თუ რეგულაციები და წესები უნდა დაიცვან გამოყენებული ელემენტების შეგროვების პროცესში და წინასწარ განსაზღვრონ ის კომპანია, ვინც შეძლებს შემდგომში მათ გადამუშავებას.
📌აქტივობა ორგანიზებულია "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.