სიახლეები

ონლაინ შეხვედრების ციკლი

ა(ა)იპ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ინიციატივით დაგეგმილი ონლაინ შეხვედრების ციკლი ფსიქოლოგ ეკატერინე(ქეთი) თავართქილაძესთან გრძელდება. მეორე შეხვედრა ამა წლის 12 მაისს გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ორგანიზაციის პარტნიორი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების (სოფელ ლაითურის, სოფელ ნასაკირალის, სოფელ შრომისა და სოფელ ნიგვზიანის) წარმომადგენლები და ასევე ოზურგეთის ბაღების გაერთიანების მეთოდისტი.
შეხვედრის პირველ ნაწილში პედაგოგებმა კოლეგებს გაუზიარეს ის აქტივობები, რომლებსაც იყენებენ/გამოიყენებენ დისტანციური სწავლების დროს აღსაზრდელებთან. აუდიტორიისა და ფსიქოლოგის დახმარებით გაანალიზდა თითოეული აქტივობა და მისი დადებითი მხარეები. შეხვედრის მეორე ნაწილში კი ფსიქოლოგმა პედაგოგებს შესთავაზა დამატებითი რესურსები/მიდგომები, რისი გამოყენებაც დისტანციური სწავლების პროცესს კიდევ უფრო სახალისოსა და შემეცნებითს გახდის.