სიახლეები

ონლაინ ტრენინგი

📢 2021 წლის 24-25 მაისს, მოწვეულმა ექსპერტმა თვითმმართველობის საკითხებში - ლიზა სოფრომაძემ ახალგაზრდების ჯგუფისთვის ჩაატარა ონლაინ ტრენინგი მონაწილეობითი ბიუჯეტირების თემაზე.
ტრენინგის ფარგლებში ახალგაზრდებს ინფორმაცია მიეწოდათ თანამონაწილეობასა და თანამშრომლობის დონეებზე, კარგი მმართველობის ძირითად მახასიათებელებზე, მონაწილეობითი ბიუჯეტირების მიზნებსა და ბაზისურ პარამეტრებზე, ანგარიშვალდებულებაზე, ჩრთულობის მექანიზმებზე და ბიუჯეტის გამჭვირვალობაზე.
ახალგაზრდებმა როლური თამაშების და პრაქტიკული მაგალითების საშუალებით უკეთ გაიზრეს მონაწილეობის პროცესი და მნიშვნელობა.
✅ტრენინგი ჩატარდა „გურიის, იმერეთისა და რაჭა -ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ პროექტის ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია ევროკავშირი.