სიახლეები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების და მათი დისფუნქციურობის განმაპირობებელი ფაქტორები

📣 8 ივლისს, ოზურგეთში „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ორგანიზებით ჩატარდა კვლევის - ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების და მათი დისფუნქციურობის განმაპირობებელი ფაქტორების“ საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია.
✔️ პრეზენტაციას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს სახალხო დამცველისა და პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია - მონაწილეებმა დასვეს მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვები.
✔️ შეხვედრაზე დამსწრე აუდიტორია შეთანხმდა, რომ კვლევის რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ასევე ჩაერთვება შემუშავებული რეკომენდაციების ადვოკატირების პროცესებში.
კვლევის ანგარიში გამოქვეყნებულია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
📌 კვლევა განხორციელდა „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ მიერ პროექტის „უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში ორგანიზაცია Brot für die Welt-ის ფინანსური მხარდაჭერით.