
ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის სკოლის მხარდამჭერთა პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაციის პარტნიორ საჯარო სკოლებში მენტორებთან შეხვედრები გაიმართა.

სკოლის მხარდამჭერთა ქსელის წევრებმა მაკო ჯაოშვილმა (სოციალური მეცნიერებების დოქტორი, განათლების ექსპერტი), ხათუნა გოგელიამ (გეშტალტთერაპევტი, ნეირობიოლოგი, ბიოლოგიის დოქტორი) და გოგა ჩანადირმა (ფოტოჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი) შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი თემები:

მოზარდების მონაწილეობისა და ჩართულობის მნიშვნელობა გარემოში არსებული გამოწვევების დროს, სამოქალაქო აქტივიზმის როლი აღნიშნულ პროცესში;

თვითშეფასება, თვითდაკვირვება;
პროფესიის არჩევისა და კარიერული დაგეგმვის დროს არსებული ბარიერები.

პროგრამა ხორციელდება 2021 წლიდან და მისი მიზანია მოზარდების ჩართულობის გაზრდა სკოლის და თემის გარემოს გაუმჯობესების პროცესში.
მენტორები მოზარებთან ერთად აქტიურად მუშაობენ პრობლემების იდენტიფიცირებაზე და შემდგომ მათი გადაჭრის გზების ძიებაზე.