სიახლეები

პარტნიორი საჯარო სკოლების შერჩევა

დასრულდა პარტნიორი საჯარო სკოლების შერჩევა ქვემო ქართლის რეგიონში. შემოსული განაცხადების განხილვისა და გასაუბრების შედეგად პროექტის პირველ ეტაპზე შეირჩა ოთხი სკოლა:
✅სსიპ - წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლა
✅სსიპ - ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლა
✅სსიპ - ქალაქ რუსთავის №21 საჯარო სკოლა
✅სსიპ - ლევან გოთუას სახელობის ქალაქ რუსთავის №17 საჯარო სკოლა
🎯 საჯარო სკოლებში მეწარმეობისა და კარიერული განვითარების კლუბების შექმნის მიზანია, რეგიონებში მცხოვრებმა ბავშვებმა განივითარონ კარიერული მართვისა და მეწარმეობის უნარ-ჩვევები.
კონკურსის პირველ ეტაპზე სულ შერჩეულია 18 პარტნიორი საჯარო სკოლა გურიის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში.
მიმდინარე პროექტის მეორე ეტაპზე კვლავ გამოცხადდება შესარჩევი კონკურსი სამივე რეგიონის წარმომადგენელი საჯარო სკოლებისთვის.
პარტნიორი სკოლების შერჩევა ჩატარდა ევროკავშირისა (EU) და „პური მსოფლიოსთვის“ (Brot) მხარდაჭერით პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ („Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia“) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად.
#CSRDG #YPU #SAGA #Skills4Jobs