სიახლეები

პრეზენტაცია

📣2022 წლის 16 დეკემებრს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ორგანიაზებით USAID-ის პროგრამის "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" პრეზენტაცია მოეწყო.
💡საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი რეგიონში ახალგაზრდების განვითარებისთვის მუდმივად ცდილობს დანერგოს ინოვაციური და მრავალფეროვანი პროგრამები.
👉პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს მდგრად სამოქალაქო და ეკონომიკურ ინტეგრაციას. ასევე, საქართველოში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაციის მიმართ არსებული პოლიტიკური, სოციალური, და ეკონომიკური ბარიერების გადაჭრას. პროგრამის მიზანია ამ გამოწვევებს უპასუხოს საყოველთაო ჩართულობითა და სექტორებს შორის ფართომასშტაბიანი თანამშრომლობით.
✅ პროგრამის ფარგლებში მოქმედებს 16 ახალგაზრდული ცენტრის ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც ქალაქში და სოფლად მცხოვრები დაახლოებით 6,000 ახალგაზრდა ყოველწლიურად მიიღებს განათლებას და ჩაერთვება აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებაში.
📌პროგრამას ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
გურიის რეგიონში პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი".