პროექტების წერის ტრენინგები
„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ლიდერთა სკოლისა და ორგანიზაციის პარტნიორი სკოლების „იდეების ლაბორატორიის“ წევრებისთვის პროექტების წერის ტრენინგები ჩატარდა.
ტრენინგი, თეორიულ ინფორმაციასთან ერთად მოიცავდა პრაქტიკულ სწავლების ელემენტებს.
მოზარდებმა, დამოუკიდებლად შეიმუშავეს საპროექტო იდეები და დაიწყეს მუშაობა საპროექტო განაცხადების ჩამოყალიბებაზე.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ჯგუფებისთვის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა გამოაცხადა პროექტების კონკურსი, რომელიც მოზარდებს საკუთარი ინიციატივების დაფინანსების შესაძლებლობას აძლევს.