სიახლეები

პროექტი - "ქალები მეცნიერებაში"

📌”ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში ნაგომრის საჯარო სკოლამ მოამზადა და განახორციელა პროექტი - "ქალები მეცნიერებაში", რომლის ფარგლებში მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების ჩართულობით არაერთი აქტივობა განხორციელდა, მათ შორის, საგნობრივ დისციპლინებში მომზადდა ქალი მეცნიერების შესახებ პრეზენტაციები, მოსწავლეებმა პედაგოგების დახმარებით მოიძიეს ინფრომაციები იმ მიღწევების შესახებ, რომლებიც სწორედ ქალი მეცნიერების დამსახურებით მივიღეთ.
📌მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა სამაგიდო თამაში - "ნანოს თავგადასავალი", რომელიც წარმოადგენს სასწავლო რესურსს სკოლის პედაგოგებისთვის. აღნიშნული რესურსი დაეხმარება დაინტერესებულ პირებს, ახალგაზრდებთან ერთად იმსჯელონ საზოგადოებაში არსებულ გენდერულ სტერეოტიპებზე და ერთობლივად შეიმუშაონ პრობლემის გადაჭრის გზები.
✅13 ივნისს ნაგომრის საჯარო სკოლაში შეჯამდა პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და ამასთან გაიმართა სამაგიდო თამაშის პრეზენტაციაც. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების ჩართულობით დამსწრე აუდიტორიამ იმსჯელა იმ დილემურ საკითხებზე, რომლებიც წარმოდგენილია შექმნილ სასწავლო რესურსში.
📍აქტივობა განხორციელდა პროექტის "უკეთესი მომავლისთვის" ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია "Brot Fur Die Welt".