სიახლეები

პროექტის პრეზენტაცია

14 და 15 ოქტომბერს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გაიმართა პროექტის „უკეთესი მომავლისთვის“ მიზნების, ამოცანების, დაგეგმილი საქმიანობების პრეზენტაცია და გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის სამწლიანი მემეორანდუმი.
ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა 14 პარტნიორი საგანმანათლებო დაწესებულება, მათ შორის 8 საჯარო სკოლა და 6 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება:
• სოფ. შემოქმედის საჯარო სკოლა
• სოფ. ნაგომრის საჯარო სკოლა
• სოფ. კვირიკეთის საჯარო სკოლა
• სოფ. მერიის საჯარო სკოლა
• სოფ. გურიანთის საჯარო სკოლა
• დაბა ნარუჯის საჯარო სკოლა
• სოფ. ხიდისთავის საჯარო სკოლა
• სოფ. გუთურის საჯარო სკოლა
და
• დაბა ნასაკირალის საბავშვო ბაღი
• სოფ. ლაითურის საბავშვო ბაღი
• სოფ. ნიგვზიანის საბავშვო ბაღი
• სოფ. შემოქმედის საბავშვო ბაღი
• სოფ. ნაგომრის საბაშვო ბაღი
• სოფ. გურიანთის საბავშვო ბაღი