პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია
2021 წლის 9 ოქტომბერს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ პროექტის „დემოკრატიული მომავლისთვის“ შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი ითვალისწინებდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასევე, მათ ინფორმირებულობას ადგილობრივი თვითმმართელობის საქმიანობის შესახებ.
ჩატარებული სასწავლო ტრენინგ-კურსის გარდა , ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკულად გამოეყენებინათ.
მომზადდა 15 საპროექტო განაცხადი თემის საჭიროებების შესახებ.
პროექტის ფარგლებში დაფინანასდა 5 სათემო ინიციატივა.
ახალგაზრდებმა, პროექტების განხორციელების პროცესში მოიპოვეს მნიშვნელოვანი ფინანასური კონტრიბუცია ბიზნესისა და საჯარო სექტორის მხრიდან.
პროექტის წარმატება განაპირობა ახალგაზრდების საერთო იდეის გარშემო გაერთიანებამ და მათმა ენთუზიაზმმა მოეხდინათ ცვლილებები საკუთარ თემებში.