პროფესიული სუპერვიზია
10-11 ივლისს, “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ოფისში გაიმართა პროფესიული სუპერვიზია, პროექტის ფარგლებში - გაუმჯობესებული ბავშვთა დაცვის სისტემა გურიასა და კახეთში.
შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტებმა ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად განიხილეს მიმდინარე გამოწვევები, პრაქტიკაში არსებული რთული შემთხვევები და იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე.
პროექტის ფარგლებში, შემოდგომაზე იგეგმება სუპერვიზიის შემდეგი სესიები სპეციალისტებისთვის, ასევე - საგანმანათლებლო პროგრამების კურსი „ძლიერი მშობლები - ძლიერი ბავშვები“ და ტრენინგი „ბავშვთა შრომის პრევენცია“.
გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება ბავშვთა დაცვის სისტემის გაძლიერების პროექტი ასოციაციის „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირისა და კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის ერთობლივი პარტნიორობით.