სიახლეები

რა არის საჯარო მმართველობა

📢 2020 წლის 26 ივნისს, "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე "რა არის საჯარო მმართველობა".
ტრენინგ კურსი "რა არის საჯარო მმართველობა" რამდენიმე შეხვედრას მოიცავს, რომლის მიზანიც ახალგაზრდების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლებაა.
მოწვეულმა სპიკერმა, იურისტმა კოკა კიღურაძემ შეხვედრის პირველ ეტაპზე მიმოიხილა სახელმწიფოს შექმნის ისტორიული ასპექტები, ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა საჯარო უფლებამოსილება, მმართველობის პროცესი, კონსტიტუციური უფლებები, დემოკრატიული მმართველობის ტიპები, შარლ მონტესკიეს "ხელისუფლების დანაწილების თეორია", check and balance სისტემა, ცენტრალური, რეგიონალური და ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქციები.
✔️ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პროექტში ჩართულია 25 ახალგაზრდა.
✔️ტრენინგ კურსი ტარდება პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა -ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.
#ახალგაზრდაპედაგოგთაკავშირი
#CSOForum
#EU4Georgia