სიახლეები

რაოდენობრივი კვლევის მეთოდები

ამა წლის 5 თებერვალს ა(ა)იპ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე - რაოდენობრივი კვლევის მეთოდები. ტრენინგს ესწრებოდნენ ორგანიზაციის პარტნიორი სკოლების დირექტორები, პედაგოგები და მშობლები. აღსანიშნავია, რომ პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებები ორგანიზაციის წარმომადგენლების კონსულტირებით მოამზადებენ თვითშეფასების ანგარიშს, რის საფუძველზეც შექმნიან დაწესებულების სტარტეგიული განვითარების გეგმას. აღნიშნული ტრენინგიც ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია. შეხვედრა Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით მიმდინარეობდა და მას უძღვებოდა ორგანიზაციის წარმომადგენელი, მკვლევარი- ხატია ჭანიშვილი.