,,რვას+1“
2019 წლის 27 ოქტომბერს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან არსებული ლიდერთა სკოლის ინტერაქტიული თეატრის ჯგუფმა, სპექტაკლით: ,,რვას+1“, მონაწილეობა მიიღო ქალაქ თბილისში გამართულ მაჩაბელას სახელობის ბავშვთა და მოზარდთა თეატრალურ ფესტივალში. წარდგენილი სპექტაკლის ძირითად თემაა მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა, რომელიც აგებულია მოზარდების მიერ მოძიებულ, გურიის რეგიონის სხვადასხვა საჯარო სკოლებში, არსებულ რეალურ ფაქტებზე.
სპექტაკლი მაყურებელმა გულთბილად მიიღო, ჟიურის წევრებმა აღნიშნეს ინტერაქტიული სპეკტაკლის დანიშნულების უნიკალურობა და სპეკტაკლში მონაწილე ყველა მოზარდი გამოცხადდა გამარჯვებულად ნომინაციაში, მთავარი და ეპიზოდური როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
ასევე, დიპლომით დაჯილდოვდა ინტერაქტიული თეატრი და სპეკტაკლის რეჟისორი თათული მგელაძე.