სიახლეები

საახალწლო აქცია

📣 ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე არსებული არაფორმალური განათლების ცენტრის „ლიდერთა სკოლის“ თბილისის ფილიალის მოსწავლეების ინიციატივით მოეწყო საახალწლო აქცია, რომლის მიზანიც დღეგრძელთა სახლის ხანდაზმულებისთვის ახალი წლის მილოცვა გახლდათ.
📌მოზარდებმა მოამზადეს ინდივიდუალური საახალწლო ბარათები და ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით ხანდაზმულებს თავად შეურჩიეს და შეუძინეს საჩუქრები.
📎ამგვარი ატივობა ხელს უწყობს ახალგაზრდებში სოლიდარობის, ზრუნვისა და ემპათიის უნარ-ჩვევების გაძლიერებას.
📎აქცია ორგანიზებული იყო „უკეთესი განათლებისათვის“ პროექტის ფარგლებში, ორგანიზაცია ,,პური მსოფლიოსთვის“ ფინანასური მხარდაჭერით.