სიახლეები

საგანგებო მდგომარეობა და ჩვენი თავისუფლება

2020 წლის 13 აპრილს კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტმა, ვახუშტი მენაბდემ ოზურგეთის, ჩოხატაურისა და თბილისის „ლიდერთა სკოლის“ მოსწავლეებისთვის ონლაინ-შეხვედრა გამართა თემაზე: ,,საგანგებო მდგომარეობა და ჩვენი თავისუფლება“.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ქვეყანაში არსებული ვითარებისა და საგანგებო მდგომარეობის შესახებ, თუ რა არის მისი მნიშვნელობა, როდის აცხადებს მას მთავრობა და რა რეგულაციებს უწესებს კონსტიტუცია. განხილულ იქნა თუ რომელი უფლება შეიძლება შეიზღუდოს საგანგებო მდგომარეობის დროს და რომელი-არა. საუბარი შეეხო კომენდანტის საათსა და მის დანიშნულებას, ასევე, დროის ამ მონაკვეთში რამდენად არიან მიუსაფარი ადამიანები უზრუნველყოფილი ღირსეული საცხოვრებელი პირობებით და აქვთ თუ არა მათ შესაძლებლობა შეასრულონ კანონით ნაკისრი ვალდებულებები. შეხვედრის ბოლოს, განხილულ იქნა კონსტიტუციის ის ხარვეზები, რომელსაც აჩენს ქვეყანაში არსებული კრიზისული სიტუაციები.