საინფორმაციო კამპანია
ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე არსებული სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის მიერ ლანჩხუთსა და ჩოხატაურში მოეწყო საინფორმაციო კამპანია.
კამპანიის მიზანი გახლდათ ცენტრის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება ქალაქის მაცხოვრებლებისთვის.
ცენტრის მიზანია შექმნას დასაქმების ახალი შესაძლებლობები სამუშაოს მაძიებლებისთვის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი უნარების განვითარებისა და დამსაქმებელსა და პოტენციური დასაქმებულის ერთმანეთთან დაკავშირების მექანიზმებით.
ცენტრის სერვისებით სარგებლობა არის სრულიად უფასო
სარეგისტრაციო ბმული https://forms.gle/G1yjP34vu9SXxKUB7
პროექტები ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით "განათლება დასაქმებისთვის" (Skills4jobs) პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG), საქართველოს გაეროს ასოციაციისა (UNAG) და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის(OSGF) ორგანიზებით.
დამატებითი ინფორმაცია: