სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა

📢 დღეს, "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ლიდერთა სკოლის მოსწავლეებისთვის დონორი ორგანიზაციის "პური მსოფლიოსთვის" გერმანელმა მოხალისემ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.
✔️ შეხვედრაზე განხილული იყო COVID19-ის გავრცელებით შექმნილი მდგომარეობა, აკრძალვები, სასწავლო სისტემა და პროგნოზები.
✔️ მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე. მათ ასევე ისაუბრეს საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა ვითარება, როგორ იცავენ კარანტინის წესებს ადამიანები და როდის შეძლებენ ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებას.