საინფორმაციო შეხვედრა
ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის საქართველოს კლიმატის პროგრამა ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ქალებისა და ახალგაზრდების ინიციატივის ფარგლებში განხორცილებული აქტივობის ქვეშ გურიის რეგიონის სამიზნე მუნიციპალიტეტებში, ჩატარდა 5 საინფორმაციო შეხვედრა, ტრენინგი 5 სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის.
კერძოდ, ტრენინგები ჩატარდა: დაბა ნარუჯა, სოფ. გურიანთა, სოფ. შემოქმედი, სოფ. კვირიკეთი და დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის.
ტრენინგების დროს დამსწრეებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
წყლის რესურსები და კლიმატის ცვლილება;
კლიმატის ცვლილება და ადამიანის უფლებები;
განახლებადი და ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიების როლი კლიმატის ცვლილებაში.
გარდა აღნიშნულისა, ინიციატივის ფარგლებში გამოცხადდა პოსტერების კონკურსი „ერთად გარემოსთვის“ და “უთხარი არა პლასტმასას”.
კონკურსის “უთხარი არა პლასტმასას” მთავარ მიზანს წარმოადგენს გარემოს პლასტმასას ნარჩენებით დაბინძურების შემცირება და ზოგადად, ამ საკითხზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა.
კონკურსში მონაწილეობა მიიღეს დაბა ლაითურის, ნარუჯის და სოფ. გურიანთის საჯარო სკოლებმა. მონაწილეებს შორის გამოვლინდა გამარჯვებული, გურიანთის საჯარო სკოლა. გამარჯვებულ სკოლას გადაეცემა ელიტ ელექტრონიკის 1500 ლარიანი ვაუჩერი.
კონკრუსის ფარგლებში შეგროვებული პლასტმასის ნარჩენები გადაეცა ადგილობრივ გადამამუშავებელ კომპანიას, ნარჩენების შემდგომი გადამუშავების მიზნით.
პოსტერების კონკურსში „ერთად გარემოსთვის“ ნამუშევრების მიღება 30 ივნისამდე გრძელდება. აღნიშნული კონკურსი მიზნად ისახავს თემატური პოსტერების შექმნას შედმეგ თემებზე: გარემოს დაცვა, ნარჩენების გადამუშავება და ახალგაზრდული საქმიანობა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებს.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:
More information about the competition is available at the following link: