სიახლეები

საინტერესო ამბები დიდებისთვის

2019 წლის 25 ივნისს ლიტერატურულ კაფე ,,რვას + 1"–ში გაიმართა ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" თეატრალური სტუდიის ,,პეპილოტა", საქველმოქმედო სპექტაკლის ,,საინტერესო ამბები დიდებისთვის" ჩვენება. სპეკტაკლის მთავარი მიზანი იყო მოზარდებში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია.
სპეკტაკლის ჩვენებაში აქტიურად ჩაერთნენ მონაწილეების მამები, რომლებმაც თავიანთ შვილებს საჩუქრად გადასცეს წიგნები სხვა მოზარდებში გასაცრცელებლად.
ჩვენებაში აქტიურად მონაწილეობდა მაყურებელი, ისინი თითოეული სცენის შემდეგ ერთვებოდნენ სპეციალურად მომზადებულ ვიქტორინაში რათა გამოეცნოთ თუ რომელი ნაწარმოებიდან იყო ესა თუ ის ეპიზოდი და ვინ იყო მისი ავტორი. 
სპეკტაკლის დასასრულს მონაწილეეებმა წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით, დამსწრე ბავშვებს საჩუქრად გადასცეს მამების მიერ ნაჩუქარი წიგნები.
სპეკტაკლის ჩვენებას ესწრებოდა 80 ადამიანი.