სიახლეები

“საქართველოში ქალებსა და კაცებს განვითარების თანაბარი შესაძლებლობები აქვთ“

📢 მიმდინარე წლის 5-7 აპრილს „ლიდერთა სკოლის“ თბილისის ფილიალის მოსწავლის ლიზი ბუხრაშვილის ინიციატივით „საერთაშორისო აკადემია ლოგოსის“ მოსწავლეებს შორის გაიმართა დებატ-ტურნირი კარლ პოპერის ფორმატით თემაზე “საქართველოში ქალებსა და კაცებს განვითარების თანაბარი შესაძლებლობები აქვთ“.
📌ტურნირში სკოლის მოსწავლეთა 9 გუნდი იღებდა მონაწილეობას. გუნდებს კონსულტირებას უწევდნენ თბილისისა და ოზურგეთის "ლიდერთა სკოლის" მოსწავლეები. თამაშებს „საერთაშორისო აკადემია ლოგოსის“ დირექტორთან ერთად უმსაჯეს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის წარმომადგენლებმა Khatia Tchanishvili-მა და
TaTia Mgeladze
-მ, ასევე თბილისის ლიდერთა სკოლის მოსწავლეებმა:
Gvantsa Kiknavelidze
მ, #nikolozchkheidzeმ და #lizigoqadzem. ფინალში კი გამარჯვება უარმყოფელმა გუნდმა მოიპოვა.
📌 ტურნირის ბოლოს გამოვლინდა სამი საუკეთესო მომხსენებელი, რომლებიც “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს სხვადასხვა სიმბოლური საჩუქრით. ორგანიზაციამ ასევე დააჯილდოვა „ლიდერთა სკოლის“ მოსწავლე ლიზი ბუხრაშვილი საინტერესო ინიციატივისთვის.
✅ტურნირს წინ უძღოდა ტრენინგი „კარლ პოპერის ფორმატის დებატის“ შესახებ, რომლის ფარგლებში განხილული იყო დებატის ძირითადი წესები და სპეციფიკა. ტრენინგს უძღვებოდნენ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის წარმომადგენლები“
📎 კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით
Lizi Bukhrashvili
-ს საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის!