სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი სახოკია ,,ლიდერთა სკოლის“ და ახალგაზრდული ცენტრის წევრებს შეხვდა
2021 წლის 6 აპრილს, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი სახოკია ,,ლიდერთა სკოლის“ და ახალგაზრდული ცენტრის წევრებს შეხვდა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა ღიად ესაუბრათ მათთვის საინტერესო და მნიშვენლოვან საკითხებზე.
განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცა განათლების ხელმისაწვდომობა, ეკოლოგია, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემები, სოფლებში ტრანსპორტის მიმოსვლის საკითხები და ასევე ყურადღება გამახვილდა შიდა მიგრაციაზე, რაც მეტწილად უარყოფითად აისახება რეგიონის განვითარებაზე.