სიახლეები

საქმიანობების სამწლიანი ციკლის შეჯამება

📢 16 ივლისს გაიმართა პროექტის „სამოქალაქო ჩართულობა პოზიტიური ცვლილებებისთვის“ საგანმანათლებლო დაწესებულებების დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კომპონენტის საქმიანობების სამწლიანი ციკლის შეჯამება.

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწილებით შეხვედრას ესწრებოდნენ პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორები. ორგანიზაციის თავმჯდომარემ მიმართულების წარმომადგენლებთან ერთად შეაჯამა პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები.
 შეხვედრის დასასრულს პარტნიორი ორგანიზაციის დირექტორებმა მოგვაწოდეს უკუკავშირი, თუ რა სარგებელი და გავლენა იქონია პროექტის ფარგლებში განხორციელებულმა აქტივობებმა.
✔️ პროექტი განხორციელდა გერმანული ორგანიზაცია Brot für die Welt-ის ფინანსური მხარდაჭერით 2017 წლის 1-ლი ივნისისა და 2020 წლის 1-ლი ივლისის პერიოდში 10 პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულების ჩართულობით.
📌პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ორგანიზაციამ სამწლიანი თანამშრომლობისთვის გადასცა სიგელები, ხოლო ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებულად აქტიური და ნაყოფიერი ჩართულობისთვის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლას გადაეცა 700 ლარიანი ტექნიკის სასაჩუქრე ვაუჩერი.