სიახლეები

საქველმოქმედო აქცია

2019 წლის 6 სექტემბერს, " ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ახალგაზრდული ცენტრის წევრების ინიციტივით სოფელ შრომაში მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმული ქალბატონისთვის საქველმოქმედო აქცია მოეწყო.
აქცია მიზნად ისახავდა მარტოხელა ქალბატონისთვის ყოველდღიური რუტინის შემსუბუქებას და ახალგაზრდების მხრიდან თანადგომას.
აქციის ფარგლებში ცენტრის წევრებმა შეაგროვეს საყოფაცხოვრებო ნივთები, საკვები პროდუქტები და ერთობლივად გადასცეს ხანდაზმულს.
ასეცე, დაასუფთავეს საცხოვრებელი სახლი და მიმდებარე ტერიტორია.
მსგავსი ტიპის აქტივობები ზრდის ახალგაზრდებში სოციალურ პასუხისმგებლობას და ეხმარებათ ახალი უნარჩვევების დასწავლაში.
📍 აქცია ორგანიზებულია "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
#PITA #YPU #UNAG #USAID