სიახლეები

სამდღიანი სამუშაო შეხვედრა

📣 ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ორგანიზებით დაიგეგმა სამდღიანი სამუშაო შეხვედრა პარტნიორი სკოლებისთვის თემაზე „სკოლის სტრატეგიული გეგმის მომზადება“.
🔘 აღნიშნული აქტივობის მიზანია, პარტნიორმა სკოლებმა, კერძოდ, სოფელ მერიის გურიანთის, ნარუჯის, კვირიკეთის და გუთურის სკოლების წარმომადგენლებმა შექმნან საკუთარი სკოლების სტრატეგიული განვითარების გეგმა.
🔘 სამი დღის განმავლობაში პარტნიორი სკოლების სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებმა „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ წარმომადგენლებისა და ასევე სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის დირქტორის, ნინო სადრაძის კონსულტირებით შექმნეს სკოლის სტრატეგიული განვითარების ჩარჩო დოკუმენტი.
უნდა აღინიშნოს, რომ შემოქმედის საჯარო სკოლა უკვე წლებია პარტნიორობს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან“, შესაბამისად, აღნიშნული სკოლის დირქტორს ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში მიღებული გამოცდილების საფუძველზე მიეცა შესაძლებლობა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად საკუთარი წვლილი შეეტანა კოლეგების კონსულტირების პროცესში, რაც ასევე მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თანამშრომლობითი პრაქტიკის დანერგვასა და განვითარებას საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის.
✔️ სამუშაო შეხვედრაზე სკოლის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს საკუთარი ორგანიზაციების მისია და ხედვა, გამოავლინეს პრიორიტეტული მიმართულები და შექმნეს სამოქმედო გეგმები. აღსანიშნავია, რომ სკოლების წარმომადგენლებისთვის პრიორიტეტული აღმოჩნდა არაფორმალური განათლების დანერგვის ხელშეწყობაც.
✔️ სამუშაო შეხვედრაზე სკოლის წარმომადგენლებმა ორგანიზაციის წევრებთან ერთად შეაჯამეს იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიების მუშაობაც, საბოოლოოდ კი გაიწერა აღნიშნული კლუბის სამოქმედო გეგმაც. მონაწილეების შეფასებით, იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიების მუშაობის პრაქტიკაზემ დაკვირვებამ მისცა მათ ბიძგი, რომ მომავალი 6 წლის განმავლობაში კიდევ უფრო განავითარონ არაფორმალური განათლების კლუბების მუშაობა სასკოლო ბაზაზე.
📍სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობდა 9-12 ივნისს კახეთში.
☑️ სამუშაო შეხვედრა ჩატარდა პროექტის “უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ და პროექტის "უნარების განვითარება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან ერთად, გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში.
📌 პროექტის ფინანსური მხარდამჭერია Brot fur die welt და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში. 🇪🇺🇩🇪