სიახლეები

სამეწარმეო კურსი

📢
📢
23-24-25 ივნისს ჩოხატაურში დაიწყო სამეწარმეო კურსი მეწარმეობით დაინტერესებულთათვის.
💼 კურსის პირველ მოდულს "როგორ დავიწყოთ ბიზნესი" უძღვებოდა შოთა მურღულია.
👉 კურსი ტარდება პროექტის "უნარების განვითარება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან ერთად, გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში.
🇪🇺 პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.