სიახლეები

სამეწარმეო კურსის მესამე მოდული- მართვის უნარები - დასრულდა!

📢 სამეწარმეო კურსის მესამე მოდული- მართვის უნარები - დასრულდა!
👨‍💼 3 დღიან მოდულს უძღვებოდა გიორგი ბურდული - მეწარმეობის და ბიზნესის მართვის ექსპერტი.
განხილულ საკითებს შორის იყო 👇
🔹 ლიდერობისა და მენეჯმენტის განმარტებები
🔹 თვითდაკვირვება, თვითშემეცნება და თვითშეფასება
🔹 წინსვლა, ინოვაცია და ღირებულების შექმნა - ხედვის და მოკლე და გრძელვადიანი მიზნების დასახვა და განხორციელება
🔹 ბიზნესის ადმინისტრირება და ოპერაციების მართვა - ვადები, ფასი და ხარისხი; რესურსების ეფექტურად გამოყენება; მხარდამჭერი სისტემების განვითარება და მართვა
🔹 გუნდის შექმნა და განვითარება; ძლიერი გუნდების მუშაობის ძირითადი პრინციპები
🔹 სტარტაპების (ზოგადად ბიზნესის) განვითარება და სხვ.
👉 სამეწარმეო კურსი ტარდება პროექტის "უნარების განვითარება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან ერთად, გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში.
🇪🇺 პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.