სიახლეები

„სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება და პროექტული სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებში“

პროექტის "უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" ფარგლებში დასრულდა ტრენინგების ციკლი გურიის, ქვემო ქართლისა და კახეთის 11 პარტნიორი საჯარო სკოლების ადმინისტრაციისა და მასწავლებლებისთვის.
ტრენინგი „სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება და პროექტული სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებში“ მოიცავდა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა:
🔸 ღირებულებებზე დაფუძნებული პედაგოგიკა
🔹 EU კომპეტენციათა ჩარჩო, სამეწარმეო კომპეტენცია
🔸 სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების გზები, აქტივობები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში
🔹 ცვლილებების საჭიროება საგანმანათლებლო დაწესებულებაში და სხვა
📌შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა მოწვეული ტრენერ-კონსულტანტი მანანა ჯინჭარაძე.
➡️ ტრენინგი დისტანციურად, zoom-ის პლატფორმის გამოყენებით ჩატარდა ინდივიდუალურად თითოეული სკოლისათვის და სულ მონაწილეობა მიიღო 11 პარტნიორი სკოლის 203-მა წარმომადგენელმა.
🎯 საჯარო სკოლებში „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიების“ შექმნის მიზანია რეგიონებში მცხოვრებმა ბავშვებმა განივითარონ კარიერული მართვისა და მეწარმეობის უნარ-ჩვევები.
ტრენინგები ჩატარდა ევროკავშირისა (EU) და „პური მსოფლიოსთვის“ (Brot) მხარდაჭერით პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ („Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia“) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად.