სიახლეები

სამეწარმეო უნარების ერთთვიანი კურსი

📢 26 ოქტომბერს ოზურგეთის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრში დაიწყო სამეწარმეო უნარების ერთთვიანი კურსი მესამე ნაკადისთვის.
👩‍💼 კურსის პირველ 3 დღიან მოდულს - ბიზნესის დაწყების და კლიენტებთან ურთიერთობის ძირითადი პრინციპები - უძვებოდნენ CSRDG-ის ტრენერები ლუკა ნამორაძე და ნინო ცეცხლაძე.
განხილულ საკითხებს შორის იყო 👇
🔹 ბიზნესი იდეების გენერირება; ბიზნეს გეგმის შემადგენელი კომპონენტები.
🔹 რა უნარებსა და თვისებებს უნდა ფლობდეს მეწარმე; ინტერპერსონალური კომუნიკაცია
🔹 კლიენტის საჭიროებების დადგენა; დამაჯერებელი და პოზიტიური ენა
🔹 ეფექტური შეთავაზება;არავერბალური კომუნიკაცია და სხვ.
👉 სამეწარმეო კურსი ტარდება პროექტის "უნარების განვითარება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან ერთად, გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში.
🇪🇺 პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.