სიახლეები

სამუშაო შეხვედრა

4 აგვისტოს, პროექტის - გაუმჯობესებული ბავშვთა დაცვის სისტემა გურიასა და კახეთში - თანამშრომლების სამუშაო შეხვედრა ღია სივრცეში გაიმართა, კერძოდ „ანასეულის დღეგრძელთა სახლის“ ეზოში. მულტიდისციპლინურმა გუნდმა გადაწყვიტა ერთი დღით გარიდებოდა ზაფხულის სიცხეს და ბავშვთა დაცვის საკითხებზე და მათ საჭიროებებზე გრილ გარემოში ემსჯელათ. სასიამოვნო ატმოსფერომ ხელი შეუწყო ჯგუფის პროდუქტულ და ეფექტურ მუშაობას.
განსაკუთრებული მადლობა ზურა ტატანაშვილსა Zurab Tatanashvili და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი -ს გუნდს შეუფერხებელი ინტერნეტკავშირის უზრუნველყოფისათვის.