სიახლეები

სამუშაო შეხვედრა

2022 წლის 15 თებერვალს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის გურიის რეგიონის პარტნიორი სკოლების „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიების“ წევრები და ლიდერთა სკოლის მოსწავლეების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
✅ შეხვედრაზე მოზარდებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარ თემსა და სასკოლო სივრცეში არსებული გამოწვევები და იმსჯელეს თითოეული საკითხის შესაძლო მოგვარების გზებზე. დაიგეგმა ადვოკატირების პროცესი.
💡 იდენტიფიცირებულ პრობლემებზე მომზადდება საპროექტო განაცხადები, რომლებიც წარედგინება სხვადასხვა ფონდს, ასევე, დაიგეგმება შეხვედრები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან და სახელმწიფო რწმუნებულთან გურიის რეგიონში.
💡 მნიშვნელოვანია, რომ მოზარდები ფლობენ ინფორმაციას საკუთარი უფლებების რეალიზების გზებსა და საშუალებებზე, და აქტიურად ერთვებიან საკუთარ თემსა და სკოლებში არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში.
📌 მოზარდების აქტივობები ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და „პური მსოფლიოსთვის“ (Brot) ფინანსური მხარდაჭერით პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ („Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia“) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად.