სიახლეები

სამუშაო შეხვედრა

📣 გურიის რეგიონში ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ფასილიტაციით, პარტნიორი სკოლების ადმინისტრაციისა და „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიების“ ფასილიტატორების მონაწილეობით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანი სკოლის მხარდამჭერი მენტორების პროგრამის სასკოლო სტრატეგიის შემუშავებაა, რაც ხელს შეუწყობს სასკოლო კლუბის მდგრადობას.
✔️ მნიშვნელოვანია, რომ შემუშავებული გეგმა იქცევა სკოლის განვითარების სტრატეგიული გეგმის ნაწილად.
დოკუმენტი მოიცავდა პროგრამის ხედვის, მიზნის, ამოცანებისა და მრავალფეროვანი აქტივობების განსაზღვრას.
📍სასკოლო ინიციატივა განხორციელდა ევროკავშირისა (EU) და „პური მსოფლიოსთვის“ (Brot) ფინანსური მხარდაჭერით პროექტების „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ („Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia“) და „უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად.