სამუშაო შეხვედრა
2022 წლის 14 ოქტომბერს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა პროექტის „გაუმჯობესებული ბავშვთა დაცვის სისტემა გურიასა და კახეთში“ ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გურიის მულტიდისციპლინური გუნდის წევრები, სამიზნე სკოლების დირექტორები და სპეც. მასწავლებლები .
სამუშაო შეხვედრა ეხებოდა ძირითად გამოწვევებს ინკლუზიური განათლების კუთხით. სპეციალისტებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილებები და იმსჯელეს სირთულეების მოგვარების გზებზე ზემოაღნიშნულ სფეროში.
კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობის მიზნით დაიგეგმა შეხვედრები სკოლებში ინკლუზიური განათლების, ბულინგის, ბავშვთა მიმართ ძალადობისა და რეფერირების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.
პროექტი ხორცილდება “SOS ბავშვთა სოფელი საქართველოს“ პარტნიორობით, ხოლო ფინანსურ მხარდაწერას უზრუნველყოფს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდი.