სიახლეები

სამუშაო შეხვედრა „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის წევრების“

📣 ახალგაზრდა პედაგოგთა კავშრის ოფისში, ორგანიზაციის პარტნიორი სკოლების „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის წევრების“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
✔️ შევედრაზე მოზარდებმა გაუზაირეს ერთმანეთს მუშაობის პროცესში არსებული გამოწვევები, იმსჯელეს კლუბის საქმიანობის გამრავალფეროვნების შესაძლებლობებზე, რისი გათვალისწინებითაც შეიმუშავეს რეკომენდაციები სკოლების ადმინისტრაციიებისთვის.
✔️ შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ადგილობრივ თვითმმართველობასთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობის ფორმები.
მსჯელობა გაიმართა სასკოლო/სათემო ინიციატივების პროექტებად შემუშავების საკითხებზე.
📌 ახალგაზრდა პედაგოგთა კავშრის პარტნიორ სკოლებში 2021-2022 სასწავლო წელს ჩამოყალიბდა „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორია“, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს სასესიო შეხვედრები მეწარმოებისა და კარიერული დაგეგმვის საკითხებზე.
📌 „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიები“ შექმნილია ევროკავშირისა (EU) და „პური მსოფლიოსთვის“ (Brot) ფინანსური მხარდაჭერით პროექტების „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ („Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia“) და „უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად.