სამუშაო შეხვედრა სოფელ ნაგომრის საჯარო სკოლის ჯგუფთან
19 აპრილს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის წარმომადგენლების კონსულტირებითა და გურიის რეგიონის პარტნიორი სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლის სამუშაო ჯგუფის წევრების აქტიური ჩართულობით შემუშავდა და განისაზღვრა აქტიურ მშობელთა მხარდამჭერი ჯგუფის წევრების შესარჩევი კრიტერიუმები
სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესება
მიზნის მისაღწევად მომზადდა მშობელთა ჩართულობის ხარისხის გაზრდის ხედვის დოკუმენტი, გაიწერა სამოქმედი გეგმა. მიმდინარე კვირის ფარგლებში, პანდემიის პირობებით დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, იგეგმება შემუშავებული სტრატეგიის პრეზენტაცია სასკოლო საზოგადოებისთვის.
პროექტი „უკეთესი მომავლისთვის“ ხორციელდება გერმანული ფონდის „პური მსოფლიოს“ ფინანსური მხარდაჭერით.