სიახლეები

სამუშაო შეხვედრები გურიის 8 პარტნიორი სკოლის მოზარდთა ჯგუფებთან

📢"ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ „იდეების ლაბორატორიები“ საქმიანობის ახალ ეტაპზე გადავიდა.
✔️ 14-18 დეკემბერს ჩატარდა სამუშაო შეხვედრები გურიის 8 პარტნიორი სკოლის მოზარდთა ჯგუფებთან.
✔️სესიებზე განხილული იყო ღირებულებების მნიშვნელობა. ასევე, მოზარდებმა იმსჯელეს საკუთარი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღებისა და ცხოვრების სტილის არჩევის პროცესში გარკვეულ ფასეულობებსა და დამოკიდებულებებზე.
📌ყურადღება გამახვილდა იმ საქმიანობებზე, რასაც მოზარდები აკეთებენ და შესაძლოა მიუღებელი იყოს მათ თემში სხვადასხვა გენდერული სტერეოტიპების გამო.
✔️ “იდეების ლაბორატორიის" მოზარდები გეგმავენ მიმართონ ადგილობრივ თვითმმართველობას, რათა მათ თანატოლებსაც ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან, რადგან განათლების უფლება ყველა მოზარდს თანაბრად უნდა ჰქონდეს.