სიახლეები

სამუშო შეხვედრა შემოქმედის საჯარო სკოლის ჯგუფთან

🔵 16 აპრილს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის წარმომადგენლების კონსულტირებითა და გურიის რეგიონის პარტნიორი, სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის სამუშაო ჯგუფის წევრების აქტიური ჩართულობით შემუშავდა და განისაზღვრა მოწყვლად ჯგუფს მისაკუთვნებელი ოჯახების კრიტერიუმები.
🎯 სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს სკოლის სოციალური პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.
📝 🔎 აღნიშნული მიზნის მისაღწევად მომზადდა სკოლის სოციალური პოლიტიკის კონცეფცია, ხედვის დოკუმენტი და სამიზნე ჯგუფების იდენტიფიცირებისთვის იგეგმება კვლევა.
📌🔗 პროექტი „უკეთესი მომავლისთვის“ ხორციელდება გერმანული ფონდის „პური მსოფლიოს“ ფინანსური მხარდაჭერით.