სიახლეები

სასწავლო ტური ბელგიაში

”ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” ორგანიზებით მოეწყო ბელგიაში სასწავლო გაცნობითი ტური. სასწავლო ტურში მონაწილეობას იღებდნენ ორგანიზაციის წარმომადგენლები, გურიის რამდენიმე სკოლის დირექტორი (ქ.ოზურგეთის #2 და #4, სოფელ ხაჯალიისა და სოფელ შემოქმედის) და განათლების სისტემის წარმომადგენელი. სასწავლო ტური გაგრძელდა 7 დღე. ტურის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ბელგიის განათლების სისტემასა და სხვადასხვა მეთოდური სკოლის მუშაობის პრინციპებს.

ტურის ფარგლებში გაიმართა 6 ოფიციალური შეხვედრა სკოლების (7 sprong, Forest air, The Mosaic, , ‘De ZONNEWIJZER ) უნივერსიტეტის (CEGO KULUVEN), ქალაქ გენტის მერიისა და მუნიციპალური საგანმანათლებლო სერვისების ცენტრის წარმომადგენლებთან (MES of GHENT) ;  ასევე გაიმართა არაფორმალური შეხვედრები სკოლის მოსწავლეთა მშობლებსა და ბელგიელ მასპინძლებთან, რომლებიც შეისწავლიან ქართულ ფოლკლორს;